არითმეტიკული და გეომეტრიული პროგრესიების გამოყენება
პროექტის სახელი: არეთმეტიკული და გეომეტრიული პროგრესიების გამოყენება პრაქტიკაში.
კლასი: მეათე
პროექტის მიზანი: მოსწავლე გაერკვეს ბანკში ანაბარზე დარიცხვის ზოგიერთ წესს, დააკავშიროს ეს წესი არითმეტიკულ და გეომეტრიულ პროგრესიებს. მიმდევრობის n-ური წევრის ფორმულის წევრის შედგენის ჩვევების გამომუშავება. კანონზომიერებების აღმოჩენა და რეკურენტული წესით მოცემული მიმდევრობის n-ური წევრის ფორმულის პოვნის უნარის განვითარება. პროექტის მუშაობისას უნვითარდებათ გარკვეული წარმოდგენები საფინანსო და საგადასახადო საკითხებზე, ეცნობიან ჯარიმებს, საურავის დარიცხვის შესაძლო ვარიანტს, მათ შეეძლებათ ჩაერტონ კანონმდებლობის დახვეწაში.
წინა ცოდნა: მოსწავლეებს შეუძლიათ არითმეტიკული და გეომეტრიული პროგრესიების მათემატიკური ფორმულები, ცნობენ მიმდევრობებს და ადგენენ კანონზომიერებებს.
პროექტის მოკლე აღწერა: მასწავლებელი სვამს პრობლემურ კითხვას: ხომ ვერ დავაკავშირებდით პროგრესიებს ყოფა-ცხოვრებაში, აქვთ თუ არა მათ გამოყენება?
თითქმის ყოველი ბანკი თავის მეანაბრეებს მაღალ შემოსავალს სთავაზობს, ბანკში შეტანილ თანხაზე შმოსავლის (სარგებლის) დარიცხვის წესი სხვადასხვაა. მაგალითად: 1. თავდაპირველად შეტანილ თანხას ყოველი წლის შემდეგ გარკვეული პროცენტი დაერიცხება (დაემატება) მარტივი პროცენტის დარიცხვის წესი, ე. ი. არითმეტიკული პროგრესია. 2.რთული პროცენტის დარიცხვის წესი გეომეტრიული პროგრესია. ყოველი წლის შემდეგ ბანკი გთავაზობთ არსებულ თქვენ თანხას ემატება ამ თანხის გარკვეული პროცენტი. 3. ისეთი გადასახადი როგორიცაა მანქანით მოძრაობისას წესების დარღვევისთვის დაწესებული ჯარიმა და მისი გადახდის წესი. მაგ.: პიროვნებას აჯარიმებენ ის ქვითარს არ ართმევს და მას 6 თვის შემდეგ მოდის შეტყობინება დიდი თანხის გადახდის შესახებ.
ყოველივე ამ მაგალითების მიწოდების შემდეგ მოსწავლეებს ვყოფ ჯგუფებად, ისინი ირჩევენ დავალებებს: გამოიკვლიონ ახლომდებარე ბანკის ფილიალებში კონკრეტულად თითეულ ბანკში დარიცხვის წესებს (შესაძლებელია დარიცხვის სხვა ფორმებსაც გაეცნონ). აღნიშნულ თემას საკრედიტო ოპერაციების ეხმიანება, რასაც შეიძლება კვლავ პროგრესიამდე მივყავდეთ. ბავშვები იკვლევენ და იძიებენ ბანკების უპირატესობებს, თუ რომელი უმჯობესია და რატომ. 2. ბავშვებს ევალებათ მოიძიონ ინფორმაცია 2013 წლის კანონმდებლობა და გამოთქვან მათ მოსაზრება კანონიერი იყო თუ არა საგზაო პატრულის მოქმედება, გადახდის რა წესი მოქმედებდა კანონმდებლობით ( რაპროცენტით იზრდებოდა საურავი) თვლით თუ არა ამჟამად არსებულ წესს სამართლიანად, პროცენტის დარიცხვის რა წესს გამოიყენებდით თუ ჩათვლიდით რომ მოცემული არ მოგეწონებოდათ.
ბოლოს მიღებული შედეგების განხილვა უნდა მოხდეს საჯაროდ, სათანადო კერძო მაგალითების ილუსტრაციით, შეიძლება მოვიწვიოთ სხვა კლასის მოსწავლეები ამ პრეზენტაციაზე. ეს პროექტი საუკეთესო გამოცდილებას შესძენს მოსწავლეებს, გაზრდის სწავლის მოტივაციას, მოსწავლეებს შემატებს მნიშვნელოვან საფინანსო ინსტიტუტებში ჩართულობის განცდას. აუცილებლად გამოყოფ იმ მოსწავლეებს რომლებსაც ყველაზე მეტი წვლილი აქვთ შეტანილი ჯგუფის წარმატებაში.
No comments:
Post a Comment